აშშ-ის სატრანსპორტო გადაზიდვების დისპეჩერის კურსი
1 თვე, 8 ლექცია, 16 საათი: ინდუსტრიის საფუძვლებიდან რეალურ load board-ებზე პრაქტიკამდე და დასაქმებამდე.
კურსი განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს დისტანციურად იმუშაოს ამერიკულ სატრანსპორტო გადაზიდვებში. საჭიროა მხოლოდ ინგლისური B1 დონეზე და კომპიუტერის საბაზისო ცოდნა.
კურსის ბოლოს შეძლებ ტვირთის დამოუკიდებლად მოძებნას, ფასზე შეთანხმებას, რეისის დაგეგმვას და დოკუმენტების მართვას.
მოთხოვნები
- ინგლისური ენა B1 დონეზე
- კომპიუტერის საბაზისო ცოდნა
სილაბუსი
პაკეტები
როგორ მიმდინარეობს სწავლა
- 8 ლექცია, თითოეული 2 საათი
- ყოველი ლექციის ჩანაწერი სამუდამოდ შენთანაა
- თავად შედიხარ რეალურ load board-ებზე და რეკავ ბროკერებთან
- დისტანციური დახმარება Discord-ით, ეკრანის გაზიარებით
8 ლექციის შემდეგ
8 ლექციის შემდეგ სწავლის გაგრძელება შეგიძლია. ჩანაწერები სამუდამოდ შენთანაა და Discord-ზე დახმარებას აგრძელებ. მეორედ გადახდა არ გჭირდება.
სერტიფიკატი
კურსის დასრულების შემდეგ მიიღებ Dispatch Guru-ს სერტიფიკატს უნიკალური ნომრით, რომლის შემოწმებაც დამსაქმებელს შეუძლია. სერტიფიკატი შედის Basic და VIP პაკეტებში.
კითხვები
სჭირდება თუ არა კურსს წინასწარი გამოცდილება?
დისპეჩინგის გამოცდილება საჭირო არ არის, კურსი ნულიდან იწყება. საჭიროა ინგლისური B1 დონეზე და კომპიუტერის საბაზისო ცოდნა.
რა მოხდება, თუ ლექციას გამოვტოვებ?
არაფერი დაიკარგება: ყველა ლექცია ჩაიწერება და ჩანაწერი სამუდამოდ შენთანაა. კითხვები შეგიძლია Discord-ზე დასვა.
შეიძლება თუ არა განვადებით გადახდა?
განვადება ხელმისაწვდომია VIP პაკეტში. დეტალებს ჯავშნის შემდეგ დაგიზუსტებთ.
რა ხდება ჯავშნის გაგზავნის შემდეგ?
დაგიკავშირდებით, დაგიდასტურებთ პაკეტს, დაწყების თარიღს და გადახდის დეტალებს.
შემიძლია 8 ლექციის შემდეგ სწავლის გაგრძელება?
კი. ჩანაწერები სამუდამოდ შენთანაა, შეგიძლია კურსი თავიდან გაიარო უფასოდ, და Discord-ზე დახმარებას აგრძელებ.
შემიძლია თანხის დაბრუნება?
პირველი კვირის ბოლომდე თანხა სრულად ბრუნდება. შემდეგ ვთანხმდებით ინდივიდუალურად, დარჩენილი ლექციების მიხედვით.
რა ვქნათ, თუ 8 გაკვეთილში ვერ ვისწავლე?
3 წლის მანძილზე მსგავსი პრობლემა 8 გაკვეთილის ბრალი არასდროს ყოფილა. 8-ვე გაკვეთილს თუ დაესწრება სტუდენტი და სახლშიც გაიმეორებს განვლილ მასალას, ვერ ისწავლა მინიმუმამდე დასული. თუმცა არსებობს პირადი მიზეზები ყველას ცხოვრებაში და თუ მაინც ამ 8 გაკვეთილში ვერ მოახერხე შესწავლა, მას ჩატში მუდამ ექნება განვლილი მასალა და ყოველთვის შეეძლება გადაიმეოროს და სერტიფიკატისთვის გადამზადება გაიაროს სრულიად უფასოდ.