მთავარ შინაარსზე გადასვლა
DispatchGuruსადისპეჩერო სასწავლო ცენტრი

დახმარება

რჩევები

  • 01

    ფულს იხდი სწავლაში. არ დაგეზაროს და სრულად გაეცანი ამ საიტს. საიტი შექმნილია ერთ-ერთი ლოუდბორდის (Central Dispatch) ვიზუალის იმპროვიზაციით, რომ როცა დაიწყებ მუშაობას, თვალი მარტივად გადაერთოს სამუშაო გარემოზე.

  • 02

    ჩაეწერე კურსზე და სანამ შენი თვე მოვა, ჩაუჯექი აშშ-ის რუკას. ისწავლე ადგილმდებარეობა და აბრევიატურები. ეს ძალიან გამოგადგება.

აშშ-ის დროის სარტყლები

  • თბილისი--:--GET

დააჭირე შტატს დედაქალაქის სანახავად

ალაბამა: ცენტრალური დრო (Central)ალასკა: ალასკის დროარიზონა: მთის დრო (Mountain)კოლორადო: მთის დრო (Mountain)ფლორიდა: აღმოსავლეთის დრო (Eastern)ჯორჯია: აღმოსავლეთის დრო (Eastern)ინდიანა: აღმოსავლეთის დრო (Eastern)კანზასი: ცენტრალური დრო (Central)მენი: აღმოსავლეთის დრო (Eastern)მასაჩუსეტსი: აღმოსავლეთის დრო (Eastern)მინესოტა: ცენტრალური დრო (Central)ნიუ-ჯერსი: აღმოსავლეთის დრო (Eastern)ჩრდილოეთ კაროლინა: აღმოსავლეთის დრო (Eastern)ჩრდილოეთ დაკოტა: ცენტრალური დრო (Central)ოკლაჰომა: ცენტრალური დრო (Central)პენსილვანია: აღმოსავლეთის დრო (Eastern)სამხრეთ დაკოტა: ცენტრალური დრო (Central)ტეხასი: ცენტრალური დრო (Central)ვაიომინგი: მთის დრო (Mountain)კონექტიკუტი: აღმოსავლეთის დრო (Eastern)მისური: ცენტრალური დრო (Central)დასავლეთ ვირჯინია: აღმოსავლეთის დრო (Eastern)ილინოისი: ცენტრალური დრო (Central)ნიუ-მექსიკო: მთის დრო (Mountain)არკანზასი: ცენტრალური დრო (Central)კალიფორნია: წყნარი ოკეანის დრო (Pacific)დელავერი: აღმოსავლეთის დრო (Eastern)კოლუმბიის ოლქი: აღმოსავლეთის დრო (Eastern)ჰავაი: ჰავაი-ალეუტის დროაიოვა: ცენტრალური დრო (Central)კენტუკი: აღმოსავლეთის დრო (Eastern)მერილენდი: აღმოსავლეთის დრო (Eastern)მიჩიგანი: აღმოსავლეთის დრო (Eastern)მისისიპი: ცენტრალური დრო (Central)მონტანა: მთის დრო (Mountain)ნიუ-ჰემპშირი: აღმოსავლეთის დრო (Eastern)ნიუ-იორკი: აღმოსავლეთის დრო (Eastern)ოჰაიო: აღმოსავლეთის დრო (Eastern)ორეგონი: წყნარი ოკეანის დრო (Pacific)ტენესი: ცენტრალური დრო (Central)იუტა: მთის დრო (Mountain)ვირჯინია: აღმოსავლეთის დრო (Eastern)ვაშინგტონი: წყნარი ოკეანის დრო (Pacific)ვისკონსინი: ცენტრალური დრო (Central)ნებრასკა: ცენტრალური დრო (Central)სამხრეთ კაროლინა: აღმოსავლეთის დრო (Eastern)აიდაჰო: მთის დრო (Mountain)ნევადა: წყნარი ოკეანის დრო (Pacific)ვერმონტი: აღმოსავლეთის დრო (Eastern)ლუიზიანა: ცენტრალური დრო (Central)როდ-აილენდი: აღმოსავლეთის დრო (Eastern)ALAKAZCOFLGAINKSMEMNNCNDOKPASDTXWYMOWVILNMARCAIAKYMIMSMTNYOHORTNUTVAWAWINESCIDNVLA
  • აღმოსავლეთის დროEST/EDT · UTC −05:00/−04:00
  • ცენტრალური დროCST/CDT · UTC −06:00/−05:00
  • მთის დროMST/MDT · UTC −07:00/−06:00
  • წყნარი ოკეანის დროPST/PDT · UTC −08:00/−07:00
  • ალასკის დროAKST/AKDT · UTC −09:00/−08:00
  • ჰავაი-ალეუტის დროHST · UTC −10:00

დახაზული შტატი ორ სარტყელშია

საწვავის ფასები

ეროვნული საშუალო (Regular)
$4.266
ყველაზე იაფი: დიზელი
$5.542ჩრდილოეთ კაროლინა
ყველაზე ძვირი: დიზელი
$8.441კალიფორნია
მიიტანე ან დააჭირე შტატს ფასის სანახავად
ალაბამა: $5.902ალასკა: $6.493არიზონა: $6.342კოლორადო: $6.590ფლორიდა: $6.115ჯორჯია: $5.707ინდიანა: $6.836კანზასი: $6.071მენი: $6.419მასაჩუსეტსი: $6.338მინესოტა: $6.218ნიუ-ჯერსი: $6.390ჩრდილოეთ კაროლინა: $5.542ჩრდილოეთ დაკოტა: $6.123ოკლაჰომა: $5.934პენსილვანია: $6.609სამხრეთ დაკოტა: $6.056ტეხასი: $5.758ვაიომინგი: $6.424კონექტიკუტი: $6.434მისური: $6.101დასავლეთ ვირჯინია: $6.378ილინოისი: $6.695ნიუ-მექსიკო: $6.053არკანზასი: $5.903კალიფორნია: $8.441დელავერი: $6.307კოლუმბიის ოლქი: $6.483ჰავაი: $7.256აიოვა: $6.149კენტუკი: $6.132მერილენდი: $6.343მიჩიგანი: $6.798მისისიპი: $5.854მონტანა: $6.174ნიუ-ჰემპშირი: $6.358ნიუ-იორკი: $6.496ოჰაიო: $6.525ორეგონი: $6.742ტენესი: $5.966იუტა: $6.527ვირჯინია: $6.252ვაშინგტონი: $7.289ვისკონსინი: $6.410ნებრასკა: $6.204სამხრეთ კაროლინა: $5.795აიდაჰო: $6.561ნევადა: $6.860ვერმონტი: $6.381ლუიზიანა: $5.777როდ-აილენდი: $6.330ALAKAZCOFLGAINKSMEMAMNNJNCNDOKPASDTXWYCTMOWVILNMARCADEDCHIIAKYMDMIMSMTNHNYOHORTNUTVAWAWINESCIDNVVTLARI
IDაიდაჰო$6.561
IAაიოვა$6.149
ALალაბამა$5.902
AKალასკა$6.493
AZარიზონა$6.342
ARარკანზასი$5.903
WVდასავლეთ ვირჯინია$6.378
DEდელავერი$6.307
WYვაიომინგი$6.424
WAვაშინგტონი$7.289
VTვერმონტი$6.381
VAვირჯინია$6.252
WIვისკონსინი$6.410
ILილინოისი$6.695
INინდიანა$6.836
UTიუტა$6.527
CAკალიფორნია$8.441
KSკანზასი$6.071
KYკენტუკი$6.132
COკოლორადო$6.590
DCკოლუმბიის ოლქი$6.483
CTკონექტიკუტი$6.434
LAლუიზიანა$5.777
MAმასაჩუსეტსი$6.338
MEმენი$6.419
MDმერილენდი$6.343
MNმინესოტა$6.218
MSმისისიპი$5.854
MOმისური$6.101
MIმიჩიგანი$6.798
MTმონტანა$6.174
NEნებრასკა$6.204
NVნევადა$6.860
NYნიუ-იორკი$6.496
NMნიუ-მექსიკო$6.053
NJნიუ-ჯერსი$6.390
NHნიუ-ჰემპშირი$6.358
OKოკლაჰომა$5.934
ORორეგონი$6.742
OHოჰაიო$6.525
PAპენსილვანია$6.609
RIროდ-აილენდი$6.330
SDსამხრეთ დაკოტა$6.056
SCსამხრეთ კაროლინა$5.795
TNტენესი$5.966
TXტეხასი$5.758
FLფლორიდა$6.115
NDჩრდილოეთ დაკოტა$6.123
NCჩრდილოეთ კაროლინა$5.542
GAჯორჯია$5.707
HIჰავაი$7.256

საშუალო ფასი 1 გალონზე, აშშ დოლარში. ფასები: 27 ოქტ. 2026 · წყარო: AAA

კურსი

სჭირდება თუ არა კურსს წინასწარი გამოცდილება?

დისპეჩინგის გამოცდილება საჭირო არ არის, კურსი ნულიდან იწყება. საჭიროა ინგლისური B1 დონეზე და კომპიუტერის საბაზისო ცოდნა.

რა მოხდება, თუ ლექციას გამოვტოვებ?

არაფერი დაიკარგება: ყველა ლექცია ჩაიწერება და ჩანაწერი სამუდამოდ შენთანაა. კითხვები შეგიძლია Discord-ზე დასვა.

შეიძლება თუ არა განვადებით გადახდა?

განვადება ხელმისაწვდომია VIP პაკეტში. დეტალებს ჯავშნის შემდეგ დაგიზუსტებთ.

რა ხდება ჯავშნის გაგზავნის შემდეგ?

დაგიკავშირდებით, დაგიდასტურებთ პაკეტს, დაწყების თარიღს და გადახდის დეტალებს.

შემიძლია 8 ლექციის შემდეგ სწავლის გაგრძელება?

კი. ჩანაწერები სამუდამოდ შენთანაა, შეგიძლია კურსი თავიდან გაიარო უფასოდ, და Discord-ზე დახმარებას აგრძელებ.

შემიძლია თანხის დაბრუნება?

პირველი კვირის ბოლომდე თანხა სრულად ბრუნდება. შემდეგ ვთანხმდებით ინდივიდუალურად, დარჩენილი ლექციების მიხედვით.

რა ვქნათ, თუ 8 გაკვეთილში ვერ ვისწავლე?

3 წლის მანძილზე მსგავსი პრობლემა 8 გაკვეთილის ბრალი არასდროს ყოფილა. 8-ვე გაკვეთილს თუ დაესწრება სტუდენტი და სახლშიც გაიმეორებს განვლილ მასალას, ვერ ისწავლა მინიმუმამდე დასული. თუმცა არსებობს პირადი მიზეზები ყველას ცხოვრებაში და თუ მაინც ამ 8 გაკვეთილში ვერ მოახერხე შესწავლა, მას ჩატში მუდამ ექნება განვლილი მასალა და ყოველთვის შეეძლება გადაიმეოროს და სერტიფიკატისთვის გადამზადება გაიაროს სრულიად უფასოდ.

დასაქმების პროცესი

გარანტირებულია თუ არა დასაქმება კურსის შემდეგ?

საუკეთესო სტუდენტის დასაქმება გარანტირებულია, თბილისში, ოფისში. ყველა კურსდამთავრებული იღებს სერტიფიკატს (Basic და VIP), ხოლო საუკეთესოებს უცხოურ კომპანიებშიც ვუწევთ რეკომენდაციას. კურსის შემდეგაც გეხმარებით დისტანციურად, Discord-ით, ეკრანის გაზიარებით.

რამდენ ხანში შეიძლება დასაქმება?

აქტიური ძებნის შემთხვევაში კურსდამთავრებულების უმეტესობა პირველ შეთავაზებას კურსის დასრულებიდან 1–2 თვეში იღებს. ზოგი სტაჟირებას კურსის მიმდინარეობისასაც იწყებს.

სად ვეძებო ვაკანსიები?
  • პარტნიორი კომპანიები (რეკომენდაციით)
  • LinkedIn და Indeed, საძიებო სიტყვით „truck dispatcher remote“
  • ქართული ჯგუფები და ვებსაიტები, სადაც ადგილობრივი დისპეჩინგის კომპანიები აქვეყნებენ ვაკანსიებს
  • პირდაპირ owner-operator-ებთან დაკავშირება (დამოუკიდებელი დისპეჩერისთვის)
სჭირდება თუ არა დამსაქმებელს სერტიფიკატი?

სახელმწიფო ლიცენზია დისპეჩერს არ სჭირდება. სერტიფიკატი გიჩვენებს, რომ სისტემური მომზადება გაიარე, მაგრამ გასაუბრებაზე მთავარი მაინც პრაქტიკული ცოდნაა: იმიტირებული ზარი ბროკერთან და rate per mile-ის გამოთვლა.

შემიძლია დამოუკიდებელ დისპეჩერად მუშაობა?

კი. ბევრი დისპეჩერი რამდენიმე owner-operator-თან პირდაპირ მუშაობს და შემოსავლის პროცენტს იღებს. გირჩევთ, ჯერ 6–12 თვე კომპანიაში იმუშაო, რომ გამოცდილება და კონტაქტები დააგროვო.

ანაზღაურება

რამდენს გამოიმუშავებს დამწყები დისპეჩერი?

ციფრები სავარაუდოა და კომპანიაზეა დამოკიდებული. დამწყებს საქართველოში ხშირად $600–$1,000 ფიქსირებული ხელფასი აქვს, ზოგჯერ ბონუსით. გამოცდილებასთან ერთად ანაზღაურება იზრდება და $1,500–$3,000-ს აღწევს.

როგორ იხდიან: ფიქსირებულად თუ პროცენტით?

გავრცელებულია სამი მოდელი:

  • ფიქსირებული ხელფასი: კომპანიაში მუშაობისას
  • პროცენტი: მანქანის შემოსავლის (gross) 3–10%, ხშირად დამოუკიდებელი დისპეჩერისთვის
  • შერეული: ფიქსირებული ნაწილი და ბონუსი ტვირთებიდან
რა ვალუტაში და როგორ მიხდიან?

ჩვეულებრივ დოლარში: საბანკო გადარიცხვით (SWIFT), Payoneer-ით, Wise-ით ან ადგილობრივი კომპანიის შემთხვევაში ლარში, ხელშეკრულების მიხედვით.

როდის ამოვიღებ კურსის ფასს?

დამწყები დისპეჩერის რამდენიმე კვირის ხელფასი უკვე ფარავს კურსის ფასს. ეს მხოლოდ მაშინ მოხდება, თუ რეალურად დასაქმდები, ამიტომ კურსის განმავლობაში პრაქტიკას სერიოზულად მოეკიდე.

სამუშაო პირობები

რა საათებში მიწევს მუშაობა?

აშშ-ის სამუშაო დღე საქართველოს დროით დაახლოებით 16:00-დან 03:00-მდე გრძელდება, სარტყლის მიხედვით. ტიპური ცვლა 8–10 საათია, ხშირად ორშაბათიდან პარასკევამდე, ზოგჯერ შაბათსაც.

შემიძლია სახლიდან მუშაობა?

კი, ვაკანსიების უმეტესობა დისტანციურია. გჭირდება ლეპტოპი, სტაბილური ინტერნეტი, ყურსასმენი მიკროფონით და მშვიდი ადგილი ზარებისთვის. ზოგი ქართული კომპანია ოფისში მუშაობას ითხოვს.

რამდენ მანქანას მართავს ერთი დისპეჩერი?

დამწყები ჩვეულებრივ 3–5 მანქანით იწყებს. გამოცდილი დისპეჩერი 8–15 მანქანას მართავს, მიმართულებისა და კომპანიის ინსტრუმენტების მიხედვით.

რამდენად სტრესულია ეს სამუშაო?

ხშირია სწრაფი გადაწყვეტილებები: ტვირთი შეიძლება წუთებში გაქრეს, მძღოლი კი გზაში შეფერხდეს. კურსზე სწორედ ამ სიტუაციების მართვას ვასწავლით: მზა სკრიპტებს, პრიორიტეტებს და მშვიდ კომუნიკაციას.

ინგლისური ენა

რა დონის ინგლისური მჭირდება?

კურსისთვის და სამუშაოსთვის საჭიროა ინგლისური B1 დონეზე: უნდა გესმოდეს სხვადასხვა აქცენტი ტელეფონზე და შეგეძლოს თავისუფლად ლაპარაკი. საქმიან ინგლისურს კურსზე ცალკე მენტორი ასწავლის.

ვისწავლი თუ არა ინგლისურს კურსზე?

კურსი ზოგად ინგლისურს ნულიდან არ ასწავლის. ის ასწავლის ინდუსტრიის ინგლისურს: ლექსიკას, სატელეფონო ფრაზებს და ელფოსტის შაბლონებს. ამიტომ კურსის დასაწყებად B1 დონე აუცილებელია.

ამერიკული აქცენტი მეშინია. რა ვქნა?

ნორმალურია. კურსზე ვუსმენთ რეალური ზარების ჩანაწერებს სხვადასხვა შტატიდან და თავად რეკავ ბროკერებთან. რამდენიმე კვირაში ყური ეჩვევა.

ხელშეკრულება და გადასახადები

როგორი ხელშეკრულებით ვიმუშავებ?

ქართულ კომპანიაში ჩვეულებრივ შრომითი ხელშეკრულებით. უცხოურ კომპანიასთან ხშირად მომსახურების ხელშეკრულებით (contractor), როცა ინდივიდუალური მეწარმე ხარ. ხელმოწერამდე ყოველთვის წაიკითხე ანაზღაურების, საცდელი პერიოდის და ხელშეკრულების შეწყვეტის პუნქტები.

როგორ ვიხდი გადასახადებს?

შრომითი ხელშეკრულებისას საშემოსავლო გადასახადს დამსაქმებელი იხდის. უცხოურ კომპანიასთან მუშაობისას ბევრი რეგისტრირდება ინდივიდუალურ მეწარმედ და მცირე ბიზნესის სტატუსით მუშაობს. ზუსტი პირობებისთვის მიმართე ბუღალტერს ან შემოსავლების სამსახურს. ეს პასუხი იურიდიული კონსულტაცია არ არის.

როგორ ავიცილო თაღლითი დამსაქმებელი?
  • ნუ გადაიხდი ფულს „დასაქმებისთვის“ ან „ტრენინგისთვის“ დამსაქმებელთან
  • შეამოწმე კომპანიის MC/DOT ნომერი FMCSA-ს საიტზე
  • მოითხოვე წერილობითი ხელშეკრულება
  • ფრთხილად იყავი, თუ ანაზღაურება ბაზარზე გაცილებით მაღალია ყოველგვარი გამოცდილების გარეშე