მთავარ შინაარსზე გადასვლა
DispatchGuruსადისპეჩერო სასწავლო ცენტრი

ვინ არის დისპეჩერი და რას აკეთებს ის?

დისპეჩერი არის ადამიანი, რომელიც სატვირთო მანქანის მძღოლს ან გადამზიდ კომპანიას (carrier) ტვირთს უძებნის, ფასზე ბროკერს ელაპარაკება და მარშრუტს გეგმავს. ამ სამუშაოს დისტანციურად, საქართველოდანაც შეასრულებ.

ძირითადი მოვალეობა

  • მოძებნოს ტვირთი თავისი მძღოლისთვის.
  • დაულაგოს გზა: სად მივა და რა გზას გაივლის.
  • გამოთვალოს ფასი (მძღოლისთვის მისაღები / კომპანიისთვის).
  • დარეკოს ლოკაციებზე, სადაც მძღოლი მივა, და ჩააყენოს საქმის კურსში.
  • დოკუმენტებთან მუშაობა.
  • კონტროლი (თაღლითი ბროკერის, პრობლემების არიდება მძღოლისთვის / კომპანიისთვის).

სხვა დანარჩენ დეტალებს მიიღებთ კურსზე.

ტიპური სამუშაო დღე

მუშაობს დისპეჩერი როგორც დისტანციურად, ასევე ოფისიდან. ტიპური სამუშაო დღე დამოკიდებულია კომპანიაზე, სადაც იმუშავებს. სამუშაო გრაფიკი საშუალოდ 16:00–17:00-დან 02:00–03:00-მდე, გამონაკლისების გარდა, ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით.

შენიშვნა: სამუშაო გრაფიკი შეიძლება იყოს ცვალებადი. თუ დისპეჩერმა წინასწარ აიღო ტვირთი, მას შეუძლია 02:00-მდე აღარ იმუშაოს. ასევე სამუშაო დღეებიც: თუ მძღოლს წინასწარ მისცა დისპეჩერმა შეკვეთა, შეუძლია 1 ან რამდენიმე დღე არ იმუშაოს, მაგრამ იყოს ყურადღებით და მზად გაუთვალისწინებელი პრობლემის დროს.

რა უნარები გჭირდება

  • ინგლისური B1 დონეზე. კურსზე საქმიან ინგლისურსაც ვასწავლით.
  • მოლაპარაკების უნარი და სტრესში მშვიდად ყოფნა
  • ორგანიზებულობა და რამდენიმე საქმის ერთდროულად მართვა
  • კომპიუტერი, სტაბილური ინტერნეტი და საღამოს/ღამის საათებში მუშაობის მზადყოფნა